საკრებულოს მორიგი სხდომა

✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
👥სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
✅დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
🔹ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში.
🔹ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების საკითხში.
🔹საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხი.
🔹ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის გასაზღვრის საკითხში.
🔹დეპუტატებმა იმსჯელეს საკითხზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ.
🔹მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ,,გაეროს განვითარების პროგრამის’’ (UNDP) ერთობლივი პროგრამის-,,გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ (UNJP) ფარგლებში ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის’’ პროგრამის განხორციელებისთვის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გრანტის მიღებისა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე.
🔹საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის საკითხი.
🔹ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
🔹მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი №29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 2(ორი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ჩვენი სახლი’’-სათვის გადაცემის საკითხზე.
🔹ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩაზე მდებარე 1629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი №29.08.31.531) ავტომანქანების დგომისა და გაჩერების საკითხის რეგულირების მიზნით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, ელექტრონული აუქციონის სახით, 5(ხუთი) წლის ვადით, გაცემის საკითხზე.
🔹საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობის პირველ სართულზე (საკ. კოდი №29.17.35.013) განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2(ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
🔹დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართის შემცირების საკითხი.
🔹მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 10(ათი) წლის ვადით, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის ’’ უზუფრუქტით გადაცემული 7094.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი№29.08.34.018) ნაწილის-3673.23 კვ.მ. ფართის გადაცემის საკითხზე.
🔹აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ 272 (ორას სამოცდათორმეტი ) ცალი ხის სანაგვე ურნის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე.
🔹საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
🔹დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
🔹დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.