- 2022-07-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 22 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა ცნობად მიიღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მამუკა საღარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტა და მხარი დაუჭირესც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს წესდებაში ცვლილების შეტანას.
ცვლილებები შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებებში, ასევე მოხდა განკარგულებაში ცვლილება მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ.
ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაში.
თანხმობა მიეცა მერს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების’’ წესდებაში ცვლილების თაობაზე.
ცვლილებები შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში და სოციალური დახმარების პროგრა მით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესში, რომლის თანახმადაც უსახლკარო ოჯახის, ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ძალადობის მსხვერპლის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა.
სხდომაზე დეპუტატება მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიშები მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’-ს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და ცნობად იქნა მიღებული 2022 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ინფორმაცია.
ცვლილებები შევიდა ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.
თანხმობა მიეცა მერს ,,ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრისათვის’’, შპს ,,სანატორიუმ წყალტუბოსათვის’’ და სოფელ ტყაჩირში მდებარე ფართების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს მორიგ სხდომას ესწრებოდნენ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე, სივრცითი მოწყობის, ინფრასტუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ჩხეიძე და ა(ა)პების ხელმძღვანელი პირები.