- 2022-08-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშები მოისმინეს და დადებითად შეაფასეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორიგის სამსახურის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის, ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების’’ .
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტიცების და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.