- 2022-09-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარე წელს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცნტრში“ განხორციელებული შესაბამისობის აუდიტის შედეგად მომზადებული შიდა აუდიტის შემოწმების ანგარიშისა და 2020 წელს ჩატარებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის II კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის მეორე კვარტალში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ 56 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
აგრეთვე, დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტში წყალტუბოს მუნციპალიტეტის მონაწილეობის შესახებ.