- 2021-02-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი იონა ჯოჯუა ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და გიორგი ჩირგაძეს შორის 2017 წლის 26 აპრილს გაფორმებულს N2 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.