საკრებულოს მორიგი სხდომის ანონსი

28 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.
მორიგი სხდომის ტრანსლაცია მოხდება საკრებულოს Facebook გვერდზე.

დ  ღ  ი  ს          წ  ე  ს  რ  ი  გ  ი

  1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: თამარ მამარდაშვილი, თანამომხს: ფატი გაგოშიძე/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი  წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ მუხიანში   N29.13.37.234 საკადასტრო კოდზე  მდებარე  შენობაში  განთავსებული 14.2. კვ.მ. ფართის(ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით,  აუქციონის ფორმით,  იჯარით, 2(ორი) წლის ვადით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:მურმან შალამბერიძე/

  1. ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის (საკ.კოდი №29.08.33.031)  პირველ და მეორე  სართულზე  განთავსებული 803.3 კვ.მ.   ფართის  პირდაპირი  განკარგვის წესით,  სარგებლობის უფლებით, 12  წლის ვადით , შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნებისათვის’’ გადაცემის შესახებ.

   /მომხს. მურმან შალამბერიძე/

5. სს,,სილქნეტი’’-სათვის  სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 5(ხუთი) წლის ვადით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის  განთავსების მიზნით, გარე განათების  ბოძების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/ მომხს:მურმან შალამბერიძე/