საკრებულოს მორიგი სხდომის ანონსი

28 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27
დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი

1.,,წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    2024    წლის    ბიუჯეტის    დამტკიცების     შესახებ’’ წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2023    წლის     21   დეკემბრის   №32

დადგენილებაში   ცვლილების   შეტანის  თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე,თანამომხს: ფატი გაგოშიძე/

2. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  ჯანდაცვის ცენტრის’’  საშტატო  ნუსხასა და  სახელფასო  განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის  თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საბავშვო  ბაღების  გაერთიანების’’  საშტატო  ნუსხასა და  სახელფასო  განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის  თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს: არჩილ ღიბრაძე/

4. სახელმწიფო  აუდიტის  სამსახურის   მიერ  2024 წელს   დამტკიცებული    მუნიციპალიტეტების   მიერ  2020-2022 წლებში  ,,სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის’’ განხორციელების  ეფექტიანობის  აუდიტის ანგარიშის  შესახებ.

/მომხს: მაკა ჭელიძე/

5. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა    საკრებულოს   თანამდებობის    პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან   დაკავშირებული    ხარჯების  ანაზღაურების  შესახებ.

/მომხს: მაკა ჭელიძე/

6. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში  2024 წელს საქართველოს  რეგიონული  განვითარების  ფონდის მიერ  დასაფინანსებელი  ინფრასტრუქტურული  პროექტების  საპროექტო  წინადადებების  განხილვისა და  მოწონების  შესახებ.

/მომხს: სერგო   კირკიტაძე/

7. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე   განთავსებული 81.4კვ.მ. ფართის-7(შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სსიპ- სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების  ეროვნულ სააგენტოს /სამხედრო  გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრი/ წყალტუბოს  მუნიციპალური განყოფილებისათვის, განთავსების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის  თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს: სერგო   კირკიტაძე/

8. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ  გუმბრაში, მოქალაქე მირანდა  კიკვიძის საკუთრებაში     არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.43.043)  საცხოვრებელი ახლის   მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების   დეტალური   გეგმის   ინიციირების შეთანხმების თაობაზე.

/მომხს:სერგოკირკიტაძე/

9.ქალაქ წყალტუბოში, ბესიკის ქუჩა  №4  ბინაზე ოქროპირ სვანაძის  მემორიალური  დაფის განთავსების  შესახებ

/ მომხს: ჩანქსელიანი/

10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

/  მომხს:თეიმურაზ ჭეიშვილი/