საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხეოლმძღვანელი მარეხი კანკაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი შოთა ნუცუბიძე ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების საკითხი.
ასევე, სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს 2021წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაცია) შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის საკითხზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ/კოდი #29.07.32.282)პირველ სართულზე განთავსებული 21,67 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ფიზიკურ პირზე ნათია ლიკლიკაძეზე სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით (ექვსი) თვის ვადით გადაცემის საკითხზე.