საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანონსი

18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.

დ  ღ  ი  ს          წ  ე  ს  რ  ი  გ  ი

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: თამარ მამარდაშვილი, თანამომხს: ფატი გაგოშიძე/

2.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის  პირთა და სხვა  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი  სარგოების  ოდენობის  განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’

/მომხს:რომეო ნიჟარაძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე  დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15ივლისის  N28  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს: რომეო ნიჟარაძე/

4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №49.49210293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’

/ მომხს:რომეო ნიჟარაძე/

5.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო  ბაღების  გაერთიანების’’ საშტატო ნუსხაში  ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს:რომეო ნიჟარაძე/

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით  გადაცემისას  – საიჯარო ქირის   წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

7. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო  ობიექტების  ნუსხის დამტკიცების შესახებ’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის    № გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს.მურმან შალამბერიძე,თანამომხს.  მარეხ  კანკაძე/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის    № გ-49-49-210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს.მურმან შალამბერიძე,თანამომხს.  მარეხ  კანკაძე/

9. სს,,სილქნეტი’’-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2(ორი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5(ხუთი) ერთეული  ბოძის  (ხაზოვანი ნაგებობა, საკ.კოდი  №29.00.452) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/  მომხს:მურმან შალამბერიძე/

10. სს,,სილქნეტი’’-სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2(ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული 7 (შვიდი) ერთეული გარე განათების  ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა) საკ.კოდი  №29.00. 636) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით,  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/  მომხს:მურმან შალამბერიძე/

11.სს,,მაგთიკომი’’-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით,  გარე განათების  ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები)  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/  მომხს:მურმან შალამბერიძე/

12.. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრი’’-სათვის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში მდებარე უძრავი ქონების (ბიბლიოთეკის შენობა საკ.კოდი №29.02.31.031) სარგებლობის უ8ფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით,უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს:მურმან შალამბერიძე/