საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.

 

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.

ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის  პირთა და სხვა  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი  სარგოების  ოდენობის  განსაზღვრის საკითხში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე  დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15ივლისის  N28  დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ’’’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №49.49210293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით  გადაცემისას  – საიჯარო ქირის   წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების  ნუსხის  და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს,,სილქნეტი’’-სათვის  სარგებლობის უფლებით,   პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2(ორი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5(ხუთი) ერთეული  ბოძის  (ხაზოვანი ნაგებობა, საკ.კოდი  №29.00.452) გადაცემის და აგრეთვე, სს,,სილქნეტი’’-სათვის  საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2(ორი) წლის ვადით,   პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული 7 (შვიდი) ერთეული გარე განათების  ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა) საკ.კოდი  №29.00. 636) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით,  გადაცემის საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს,,მაგთიკომი’’-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით,  გარე განათების  ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები)  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს ა(ა)იპ  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრი’’-სათვის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში მდებარე უძრავი ქონების (ბიბლიოთეკის შენობა საკ.კოდი №29.02.31.031) სარგებლობის უ8ფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით,უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის საკითხს.