- 2024-01-18
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი №29.14.284) განთავსებული 42 კვ.მ.ფართის სანოტარო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით ერთი წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.