- 2024-04-12
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს N 44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.