საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა განიხილეს აუდიტის ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 – 2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქ. N8 ბინაზე პლატონ ხევსურიანის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.