საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 13 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დეპუტატებმა განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების, აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხაში.

ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის  საკითხში.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და  მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #50 დადგენილების  ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის  წესით – იჯარით  გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წერეთლის  ქუჩა №11-ში მდებარე, შენობის პირველ და მეორე   სართულზე განთავსებული 546,50 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი №29.08.31.529.01.5000)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სამხატვრო სკოლის  განსათავსებლად ა(ა)იპ  ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  ბავშვთა და ახალგაზრდობის  ცენტრი’’-სათვის  გადაცემის საკითხზე.

აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი#29.08.34.107)პირველ სართულზე  განთავსებული 33.5კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით, ცენტრის განსათავსებლად  ა(ა)იპ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი’’-სათვის გადაცემის საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი#29.08.34.107)პირველ სართულზე  განთავსებული 13.25კვ.მ. ფართის ინდ. მეწარმე მურთაზ  კანკაძისათვის’’ადგილობრივი  ბეჭდვითი გაზეთის  ფუნქციონირების მიზნით, საოფისე  ფართისათვის   სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  ორი წლის ვადით გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  სოფელ  მუხიანში,  მოქალაქე არჩილ მენთეშაშვილის  საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთში (ს/კ 29.13.38.588) სასტუმრო დასასვენებლი კომპლექსის  მშენებლობის  განხორციელებისათვის  განაშენიანების  დეტალური გეგმის ინიცირების საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს სს ,,სილქნეტი’’- სათვის ოპტიკურ -ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, ხუთი წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქალაქ  წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის  მიმდებარედ განთავსებული ხუთი ერთეული გარე  განათების  ბოძის (ხაზოვანი  ნაგებობა) საკ.კოდი №29.00.452 გადაცემის საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი’’- სათვის ოპტიკური კაბელის განთავსების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის  უფლებით, იჯარით, ხუთი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  გარე განათების  ბოძების გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების, აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.