საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის წლის 29 მაისის №39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
 საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
 დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე , ადმინისტრაციული შენობის (საკ. კოდი №29.10.37.366) მეორე სართულზე განთავსებული 12.96 კვ.მ.(ერთი ოთახი) ფართის სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ოფისის განსათავსებლად, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5(ხუთი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხს.
 წარმოდგენილი საკითხები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ: მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მარეხ კანკაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი.