საკრებულოს რიგითი სხდომა

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგითი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 18 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დეპუტატებმა ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევისა და  სოფელ  ხომულში გეოგრაფიული  ობიექტის     სახელდების  საკითხები განიხილეს.

სხდომაზე საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების შესახებ იმსჯელეს.

ცვლილებები შევიდა: ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების  შესახებ’’ საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის #28 დადგენილებასა და ,,წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    2026    წლის    ბიუჯეტის    დამტკიცების     შესახებ’’ საკრებულოს    2025    წლის  26  დეკემბრის   №32 დადგენილებაში.

საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს: მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მერიის ზედამხედველობის, სივრცითი  მოწყობისა და  არქიტექტურის  სამსახურის  მიერ 2025  წლის III-IVკვარტალში  გაწეული მუშაობა, ასევე, მერიის  კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა  და  საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის  მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობა.

დეპუტატებმა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის   მეოთხე  კვარტლის    სარეზერვო ფონდის  განკარგვის საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

თანხმობა მიეცა მერს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’    მოძრავი ქონების –  ქუჩის  მრგვალი  ქვის 10 საყვავილეს,  მოძრავი ქონების – 45 (ორმოცდახუთი) ცალი ხის ძელსკამისა და მოძრავი ქონების  საკუთრებაში  გადაცემის  საკითხებზე.

ასევე თანხმობა მიეცა მერს: ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა  №25-ში  განთავსებული 81.4კვ.მ. ფართის-7(შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ- სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების  ეროვნული სააგენტოსათვის, სამხედრო  გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს  მუნიციპალური განყოფილებისათვის, განთავსების მიზნით, გადაცემისა და ამავე განყოფილებისთვის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებულ  ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების  (ინვენტარი)  პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზე.

საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს მერს ქ. წყალტუბოში, რუსთაველის  ქუჩა №27-ში  მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  შენობის პირველ სართულზე   განთავსებული 13.25კვ.მ. ფართის ინდ. მეწარმე ,,მურთაზ კანკაძისათვის’’ადგილობრივი ბეჭდვითი  გაზეთის  ფუნქციონირების მიზნით, საოფისე ფართისათვის სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით  2  (ორი)  წლის ვადით  გადაცემის საკითხზე.