- 2026-02-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგითი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 16 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის №119 განკარგულებაში.
ასევე, ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში.
თანხმობა მიეცა მერს მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
სხდომაზე შეფასდა მერიის შიდა აუდიტისა და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურების, ასევე, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-ს მიერ 2025 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობა.
თანხმობა მიეცა მერსა (ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხზე
დადებითად შეფასდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობა.
სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ‘’ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
თანხმობა მიეცა მერს ქალაქ წყალტუბოში, #29.08.34.110 საკადასტრო კოდზე მდებარე ქალაქ წყალტუბოს #1 საბავშვო ბაგა-ბაღის და 29.14.38.110 საკადასტრო კოდზე მდებარე სოფელ გეგუთის #11 საბავშვო ბაღის ახლადაშენებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის’’ გადაცემისა და ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 33.6 კვ.მ. ფართის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის დანერგვისა და განვითარების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკის ინსტიტუტისათვის, 2(ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემის საკითხებზე.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა’’-ს მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობა.