- 2024-10-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა იმსჯელეს 2024 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა, ასევე იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს № 36 146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-ს და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი’’-ს მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.