- 2022-05-17
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მოადგილე სერგო კირკიტაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე, არსებული პრობლემები. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების საკითხებზე.
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე ესწრებოდა.