სანიტარული ჭრები ქალაქის რკალზე

წყალტუბოს შემოსასვლელში, სანიტარული ღონისძიებები ხორციელდება. გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების ცენტრი’’ ატარებს.
 ამ ეტაპზე გადაბელეს მხოლოდ ის 6 დაზიანებული ხე, რომელიც ფეხით მოსიარულებებსა და ტრანსპორტს საფრთხეს უქმნიდა. მოხდა მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. მონიშნულია დაზიანებული ხეები ქალაქის რკალზე.
აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩვენს მწვანე ქალაქში მცენარეული საფარის ხმობას.
პარალელურად მიმდინარეობს და გაგრძელდება წყალტუბოს გამწვანების სამუშაოები.