საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის N48-48212103; 29/07/2021წ. წერილის შესახებ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თაობაზე (ინფორმაციის სახით).
დეპუტატებმა განიხილეს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.