- 2022-12-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფტავების გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვიტარების საკოორდინაციო ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.