- 2023-04-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოში ესწრებოდა.