- 2023-12-08
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.აგრეთვე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხზე.სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.