საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირინე ცაავა უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების    გაერთიანების’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების  საკოორდინაციო  ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ  ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის   ცენტრის’’, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრის’’, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხი.

ასევე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს  ამავე კომისიის 2024 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა თედორაძე ესწრებოდნენ.