საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა მაღლაკელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს 2024 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ.
ასევე, კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს № 36 146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.