საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიცპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.