- 2024-12-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი.
ასევე, კომისიამ განიხილა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენას“, ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხები.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.