- 2026-02-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელეს.
კომისიამ ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის საკითხი განიხილა.
დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომას მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი მაკა თედორაძე ესწრებოდა.