- 2022-12-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. მუნიციპალიტეტის მერი ამჯერად გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
ადგილბრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი იმ პროექტების გაცნობა იყო, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს. სოფელში უკვე დასრულებულია ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, დაიგო გზები და მოწესრიგდა სანიღვრეები, დაწყო სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, დაიწყო გუმბრის არასრული სკოლის ფართის გადიდიების სამუშაოები.
„გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში იგეგმება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
გენადი ბალანჩივაძემ მომავალი წლის გაზრდილი სოციალური პროგრამების შესახებაც ესაუბრა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩაემატა კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების პროგრამა 50 000 ლარი.