შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს კონვენციის განხორციელებაზე ზედამხედველობისა და აღნიშნული კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, პერიოდულად ახორციელებს მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია შშმ პირთა შესახებ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალური პროგრამების შესახებ, განიხილეს შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების დროს გამოვლენილი გამოწვევების მოგვარებისა და საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხები.