“შემოდგომის წყალტუბო -2025”

18 ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის “შემოდგომის წყალტუბო -2025-ის” აღნიშვნა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით დაიწყო.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ -მუზეუმის ეზოში გაიმართა თეატრალიზებული სანახაობა, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, იმერულ ფაცხებში სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნა წარმოდგენილი, მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის დაწურვასა და ჩურჩხელების დამზადებაში.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ლადო ბოჟაძე, ეკატერინე სეფაშვილი
ზაზა ლომინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილეები: გრიგოლ ყურაშვილი, გია კვასტიანი, ქალაქ შილუტეს მერი ვიტაუტას ლაურინაიტესი, ასევე დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.