შპს „ემარ“-ის განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 17 სექტემბერს 14:00 სთ-ზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვიტირის (ქვედა ქვიტირი) დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში (მის: პირველი ქუჩა) გაიმართება შპს „ემარ“-ის განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების
გადამამუშავებელი საწარმოს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი –
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33214).
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა –  გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვიტირის (ქვედა ქვიტირი) დაწყებითი სკოლის ყოფილი შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge