სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთში თევზსაშენი მეურნეობის მოწყობისა
და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა შედგება 2025 წლის 23 იანვარი, 13:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გეგუთის კულტურის სახლის დარბაზში.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი
შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოს 2025 წლის 29 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით
აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ,
შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის
შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის
ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ,
დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995
322) 112023, ელფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის
გამზირი N32გ).

სკოპინგის ანგარიშის განცხადება

განცხადება საჯარო განხილვის შესახებ