- 2020-10-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
სოფელი ფარცხანაყანევი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 70 მეტრზე, წყალტუბოდან აცილებს 15 კილომეტრი. სოფელში გადის რკინიგზის ხაშური-სამტრედიის მონაკვეთი და სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალი.
როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, ფარცხანაყანევი უძველესი დროიდანაა დასახლებული. წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში აქ კოლხებს ჰქონდათ დიდი ციხე–ქალაქი ფარსმანევი, რომელიც რომაელებმა აიღეს და დაანგრიეს. მისი ამჟამინდელი სახელიც ამ უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობს.
სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობს 5090 ადამიანი.
ფარცხანაყანევში დაიბადა ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.
ბოლო წლების განმავლობაში ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაკეთდა: მატრონას სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზა;
კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში მისასვლელი გზაზე დაიგო ბეტონის საფარი;
აშენდა ახალი საბავშვო ბაღი;
განხორციელდა ამბულატორიის, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა-კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღისთვის სათამაშო კონსტრუქციების შეძენის პროექტი;
გარე განათების ქსელი მოეწყო : დევნილთა დასახლებაში, ნიქაბაძეების და სამღებროს უბნებში, ბეტონის გზის ,,სალია პლატფორმის’’ მონაკვეთზე
გაკეთდა შინმოუსვლელთა მემორიალი;
გუბელაძეების უბანში მოეწყო მინი სპორტული მოედანი;
მოდორას უბანში შემოიღობა და გაიწმინდა სასაფლაო;
სამღებროს უბანში განხორციელდა გზის ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტი;
კოპიტნარის დასახლებაში დასრულდა სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები;
კოპიტნარის დასახლებაში მოეწყო სპორტული მოედანი;
რეხის ტყის უბანში განხორცილდა გზის ბეტონის საფარის მოწყობის პროექტი ;
2019წელს კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტი;
2019 წელს სოფლის პროგრამით კეთილმოწყო ადმინისტრაციული შენობის ეზო;
2020 წელს სოფლის პროგრამით მიდორის უბნის ნაწილში მოწესრიგდა გარე განათების ქსელი ;
2020 წელს გოდუაძეების უბანში დაიგო 3კმ ბეტონის გზა;
2020 წელს გახორციელდა სალიასა და დევნილთა დასახლების შიდა დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის დაგების პროექტი;
2020 წელს ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგების მიზნით განხორციელდება შემდეგი პროექტები :
#11 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით ;
#12 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით
#13 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით;
#14 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით;
#29 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით;
კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით
ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება ამაღლების უბანში, 47- ე ქუჩაზე მიდორის უბანში- 58- ე ქუჩაზე, მაღაზიის უბნის 53 -ე ქუჩაზე, ნიქაბაძეების უბნის – 39 -ე ქუჩაზე, ლაღაძეების უბნის 41- ე ქუჩაზე, კიკვაძეების უბნის 29 -ე ქუჩაზე, შუაუბნის 24 -ე, 25- ე, 27- ე და მე-4 ქუჩებში, სამღებროს უბნის 15 -ე 17- ე ქუჩებზე კუჭუხიძეების უბნის მე-6 ქუჩაზე. ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად მოეწყობა გარე განათებისქსელი ჯამში გაკეთდება 15 კილომეტრი გზა
სოფელ ფარცხანაყანევში უმოკლეს ვადაში იწყება სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია საერთო ჯამი შეადგენს 26კილომეტრს
აღნიშნული პროექტები 2021 წელს დასრულდება, ამავე წელს ფარცხანაყანევის ადმინისტრაციული ერთეულის ეზოში გაკეთდება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერი და ბიუსტი.