,,თეატრალური იმერეთი”

ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალურ იმერეთს” მასპინძლობს.
21 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, ფესტივალ „თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში, წყალტუბოს სახალხო თეატრმა მაყურებლის წინაშე წარადგინა ლინდსეი ანდერსონის მოტივებზე შექმნილი სოციალური სატირა – „გაიღიმე საქართველო“.
სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა – გულწრფელი ემოციები, ირონია და მნიშვნელოვანი თემები ერთ სცენაზე გაერთიანდა.
წარმოდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.