- 2023-07-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სახალხო თეატრის დასს შეხვდნენ და იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით გამოსვლა პირადად მიულოცეს. თვითმმართველობის პირველმა პირებმა ფესტივალის ნომინანტებს მადლობის სიგელები გადასცეს.
შეხვედრაზე ა(ა)იპ წყალტუბოს კულტურის ცენტრის მმართველმა რევაზ მესხმა თეატრის განვითარების გზებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა, რაშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის ნომინანტებს: სპექტაკლის რეჟისორს ზაზა კიკნაველიძეს, მხატვარს მამუკა ტყეშელაშვილს, მსახიობებს სულიკო იოსელიანს, ზურაბ ყურაშვილს. მადლობის სიგელი გადაეცათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვაჟა გედენიძეს და „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ მმართველს რევაზ მესხს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სახალხო თეატრმა წლევანდელ „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარადგინა. გამარჯვებული კი 4 ნომინაციაში გახდა.