წარმატებული პირველკურსელები მერის სტიპენდიას მიიღებენ

უნივერსიტეტებში ჩარიცხული აბიტურიენტების რანჟირებული სიის თანახმად, წყალტუბოელ აბიტურიენტთაგან სახელმწიფო დაფინანსებას 35 სტუდენტი მიიღებს. აქედან 100%-იანი გრანტით დაფინანსდებიან:
1. ლიზა ჯომიდავა (წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა)
2. ლუკა ჭუმბურიძე(წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა)
3. დავით ინანეიშვილი (წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა)
4. ანასტასია ლობჟანიძე(წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა)
5. მარიამ ქაჯაია (მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია)
6. თეონა პერანიძე (სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლა)
7. მურთაზი ბაბუნაშვილი (სოფელ მუხიანის საჯარო სკოლა)
70%-იან დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებენ:
1. ანა კუჭავა (წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა)
2. დავით ჩიხლაძე (წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა)
3. გეგი კოპალიანი (წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა)
4. მონიკა მაცაბერიძე (სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლა)
5. მარიამ მანაგაძე (სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლა)
23 აბიტურიენტი 50 პროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა.
როგორც ცნობილია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წარმატებული სტუდენტები მერის სტიპენდიას მიიღებენ. ვულოცავთ წყალტუბოელ აბიტურიენტებს ამ გამარჯვებას და სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ წელს მერის სტიპენდიას 35 პირველკურსელი დამსახურებულად მიიღებს.