ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიში

2024 წლის 8 იანვარს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 500 კვ. ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://ei.gov.ge/ka/info/0ffdffc8-2924-4f53-8bf7-07a53a3c5beb

აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 6 თებერვალს 16:30 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატრიკეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.