- 2024-08-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბომ ფოლკლორის IX საერთაშორისო ფესტივალს “ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა
ფესტივალის მონაწილეებსა და შეკრებილ მაყურებელს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა მიმართა: ,,ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ჩამოსვლა, მათი შემოქმედების გაცნობა მნიშვნელოვანია, ამასთან აუცილებელია, ჩვენს სტუმრებსაც გავაცნოთ მდიდარი ქართული ფოლკლორი და კულტურა’’-აღნიშნა გია კვასტიანმა.
ღონისძიებაში ინდონეზიის, ლატვიის, თურქეთის, სომხეთის და ბელორუსიის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც კონცერტის დაწყებამდე ქართული ცეკვის მასტერკლასები ჩაუტარეს.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყალტუბოში ფოლკლორის IX საერთაშორისო ფესტივალი ,,ლეგენდების ქვეყანა’’ მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,ტურიზმის ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა.