წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

წყალტუბოს გენერალური  გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

 

დამგეგმავის ინიციატორი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია;

 

კონცეფციის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;

 

გეგმარებითი ერთეული:  ქალაქ წყალტუბოს ტერიტორია;

საკვლევი არეალის სქემა

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია კომპანია „ბაუ დიზაინი“-ს და მისი კონტრაქტორების მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2020 წლის 11 დეკემბრის N2/20 ხელშეკრულების საფუძველზე (კონკურსი  CNT200000036).

დოკუმენტაცია წარმოდგენილია წინასაპროექტო მოსამზადებელი კვლევების მასალებთან ერთად, რომელთა საფუძველზეც მოხდა კონცეფციის და მასში მოცემული წინადადებებისა და გადაწყვეტების  შემუშავება.

წარმოდგენილი მასალა შედგება ნაბეჭდი ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისაგან, რომლებსაც თან ერთვის ტექსტური დანართებისა და გრაფიკული მასალის საბაზისო ელექტრონული ვერსიები.

პროექტი შემუშავდა  უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებისაგან  დაკომპლექტებული მრავალდისციპლინარული საპროექტო გუნდის მიერ.

 

საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი:

 მარკო არდიელი – არქიტექტორი, ურბანული დაგეგმვის სპეციალისტი (იტალია);

ქალაქგეგმარებითი გუნდი:

მიშა ბალიაშვილი – არქიტექტორი, ურბანული დაგეგმვის სპეციალისტი („ბაუ დიზაინი“-ს დამფუძნებელი);

ანა ნაცვლიშვილი – არქიტექტორი („ბაუ დიზაინი“-ს დამფუძნებელი);

შიო დემეტრაშვილი – არქიტექტორი;

ნინო ხარშილაძე – არქიტექტორი, ურბანული დაგეგმვის სპეციალისტი;

პაოლა ფორნასა – არქიტექტორი, ურბანული დაგეგმვის სპეციალისტი (იტალია);

 

ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი:

 ფრედერიკ ლე ფიშუ – საერთაშორისო პარტნიორი (Cushman & Wakefield, ჩეხეთი);

ეკონომიკური გუნდი:

 ანდრეა კაშიროვა – სტუმართმასპინძლობის ბაზრის მკვლევარი (Cushman & Wakefield, ჩეხეთი)

ნინა ყიფიანი – პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორი (Cushman & Wakefield საქართველო)

გიორგი ჯაფარიძე – პარტნიორი, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Cushman & Wakefield საქართველო)

თეკლა იაშაღაშვილი – საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Cushman & Wakefield საქართველო)

დევიდ ნეთი – პარტნიორი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუმართმასპინძლობის გუნდის ხელმძღვანელი (Cushman & Wakefield, ჩეხეთი)

 დარგობრივი მიმართულებები:

 

ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი – ტურიზმის სპეციალისტი, ტურიზმის ჯგუფის ხელმძღვანელი;

თამარ ამაშუკელი – კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ექსპერტი;

ფერუჩო ტაზინატო – არქიტექტორი, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი (იტალია);

კახა ბახტაძე – გარემოს დავცის სპეციალისტი, ბუნებრბრივი გარემოს მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი;

ირაკლი ქობულია – სოციოლოგი, სოციალური გარემოს მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი;

 

დოკუმენტაცია დაკომპლექტებული და წარმოდგენილია შემდეგ ნაწილებად:

 

  1. კვლევის ტექსტური ნაწილი

       2.კვლევის გრაფიკული ნაწილი

 

  1. ხედვა და გენგეგმის კონცეფციის პროექტი (ხედვა, განვითარების სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება – მიზანშეწონილობის კვლევა და სხვა)

 

  1. ელექტრონული (ტექსტური) დანართები

 

  1. სკოპინგის დოკუმენტი

 

საჯარო განხილვის დრო:  2021 წლის 20  აგვისტო, 12:00  საათი.

შენიშვნა: არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ქ. წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ჩატარების თარიღი შესაძლებელია გადაიდოს ან/და უზრუნველყოფილ იქნას საჯარო განხილვის ონაილ რეჟიმში ჩატარება, რის თაობაზეც ინფორმაცია დამატებით განთავსდება.

საჯარო განხილვის ადგილი:  ყოფილი სანატორიუმი „მედეა“-ს ტერიტორია.

შენიშვნა: ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით შესაძლოა ადგილის მონაცვლეობის აუცილებლობა დადგეს, რაც დამატებით გახდება ცნობილი.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია;

საჯარო განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  

 

https://drive.google.com/drive/folders/12aV6Xc8v5gBWw0pLxTsCTHp_bl3NBepP?usp=sharing

 

ასევე, საჯარო განხილვისთვის მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იქნება განსახილველი დოკუმენტაციის  ბეჭდური ვერსია (5 ეგზემპლიარი).

 

ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ქ. წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციისთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო განხილვის დღიდან 15 სამუშაო დღის ვადაში,  შემდეგ მისამართზე:ქ. წყალტუბო, რუსთაველი ქ.N2  ან ელექტორონული ფოსტის მეშვეობით: Tskaltubo1@gmail.com