- 2022-05-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით ქალაქ შილუტეში(ლიეტუვა) იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შილუტეს თვითმმართველობის მერთან ვიტაუტას ლაურინაიტისთან.
შეხვედრაზე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ეკონომიკის,ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე საერთო ინტერესების დაცვასა და მეგობრობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს მმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებების შესაძლებლობები.
“ჩვენ შილუტესთან 5 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ვითანამშრომლებთ ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ხდება ურთიერთსასარგებლო ინფორმაციის გაცვლა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის, რაც ცალკეული სექტორების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, მომავალში იგეგმება შილუტეს დელეგაციის ვიზიტი წყალტუბოში’’- აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.
მერთან ერთად შილუტეში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საერთაშორისო ურთიერთობები წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე წყალტუბოს საერთო ჯამში რვა დამეგობრებული ქალაქი ჰყავს.