- 2021-12-01
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ნინო ხუხუას შეხვდა.
შეხვედრაზე წყალტუბოს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდის საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე წყალტუბო შერჩეულია როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტი, სადაც დაინერგება მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის საშულებით მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მოქალაქეების მიერ სოციალური პროგრამების შეფასება და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა.
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე ესწრებოდა.