- 2025-06-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ პირველ მოადგილესთან გრიგოლ ყურაშვილთან ერთად სოფელ თერნალსა და პატრიკეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 55 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილია 55 პროექტის განხორციელება. სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება და მოიცავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე საზოგადოებრივი სივრცეების და გარე განათების მოწყობას. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს, ერთობლივად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა წყალტუბოს მერმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სოფელ თერნალში გარე განათების ქსელის, ხოლო სოფელ პატრიკეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 2025 წელს პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 758,680 ლარს.
წყალტუბოს მერთან ერთად სოფელ თერნალსა და პატრიკეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
