- 2022-12-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაზე მისულ წყალტუბოელებს შობა -ახალი წლის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიულოცა, მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატებები, ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული წყალტუბოს ახალი სიცოცხლის პროექტი არის გარანტი იმისა, რომ წყალტუბო დაიბრუნებს ძველ დიდებას და გახდება თანამედროვე, მაღალი დონის საერთაშორისო სპა-კურორტი.
ნაძვის ხის ანთების ცერემონია ფოლკლორული ანსამბლის “ნადურის” “მრავალჟამიერით” გაიხსნა, კონცერტში მონაწილეობდნენ ვოკალური ანსამბლების ,,ოცნების” , ,,ცისარტყელას” და სპორტულ-სამეჯლისო -ცეკვების სტუდიის ,,სელბას” აღსაზრდელები.
ადგილზე საშობაო სოფელიც მოეწყო, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.