- 2021-11-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს დეცენტრალიზაციის 2020 – 2025 წლების სტრატეგიის განხორციელების პროგრესის, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევების და წარმატებული ისტორიების, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხები .
დეცენტრალიზაციის თემებზე გაიმართა საინტერესო მსჯელობა, პოლონეთის მხარემ გაგვიზიარა კარგი მმართველობის პრაქტიკა, გაიმართა დისკუსიები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საუკეთესოდ პოლონეთის გამოცდილება’’ -აღნიშნა გენადი ბალაჩივაძემ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ 2019-2020 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი, სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტების შესაბამისად განახორციელა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა მერიის
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი სამოქალაქო ბიუჯეტის ლოკალური კოორდინატორი ელენე კრავცოვა, რომელიც პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში