წყალტუბოს მუნიციპალიტეტი საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობის შედეგად მიიღებს 192 947 ევროს(2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს.
გრანტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება მოსახლეობისთვის რელევანტური ვებ. გვერდი, ინკლუზიური ცენტრისთვის შეძენილ იქნება სამგზავრო ავტომობილი.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის წარმატებით დანერგვის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობისგან გამოეყო გრანტი 300 000 ლარის ოდენობით. თანხა კაპიტალური დანიშნულებისაა, რომელიც 2021 წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტი პირველად გახდა ახალი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული. პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ მიღებული გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 110-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე. პროექტში – სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრია“ ჩართული.
ასევე, კარგი მმართველობა და ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „კარგი მმართველობის ხელშეწყობა’’ რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ყველაზე რელევანტური ვებ გვერდის შექნა, რომელიც უზრუნველყოფს მერიის მუშაობის გამჭვირვალობის ამაღლებას, ონლაინ სერვისების გაუმჯობესებითა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებით. პროექტის ღირებულება 26 110 ლარია და განახლებული ვებ. გვერდით სარგებლობას მოსახლეობა მარტის თვიდან შეძლებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდის” პროექტის – “წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრს გამოეყო 70 400 ლარი სამგზავრო ავტომობილის შესაძენად, ხოლო კულტურის ცენტრს – 101 570 ლარი, რომლის ათვისებაც მოხდება საჭიროებისამებრ.
მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განმარტებით, სხვადასხვა საპილოტე პროგრამებსა და კონკურსებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელსაც ჩაერთვება. ეს არის შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალება, რომელიც გვაძლევს განვითარების, ახალი გამოწვევების დაძლევისა და ახალი პროექტების განხორციელების რეალურ შანსებს.
Manage Consent
ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქები, რათა შევინახოთ და/ან მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ინფორმაციაზე საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. ამ ტექნოლოგიების თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ მონაცემები, როგორიცაა ბრაუზერის ქცევა ან უნიკალური ID-ები ამ საიტზე. თუ თქვენ არ დათანხმდებით ან გაითხოვთ თანხმობას, შესაძლოა ეს უარყოფითად აისახოს გარკვეულ ფუნქციებსა და მახასიათებლებზე.
Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Preferences
The technical storage or access is necessary for the legitimate purpose of storing preferences that are not requested by the subscriber or user.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes.The technical storage or access that is used exclusively for anonymous statistical purposes. Without a subpoena, voluntary compliance on the part of your Internet Service Provider, or additional records from a third party, information stored or retrieved for this purpose alone cannot usually be used to identify you.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.