- 2021-09-22
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე პროექტები დაათვლიერა, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამუშაოების შემსრულებლებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროექტების განხორციელება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჟამად რგფ-ის დაფინანსებით 4 პროექტის ფარგლებში სრულდება სამუშაოები.
სოფელ ბანოჯაში 26-ე ქუჩის და სოფ. ხომულში სახერხის უბანში წმინდა გიორგის ტაძართან მისასვლელი გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 198673. 00 ლარი, სოფელ ფარცხანაყანევში 29-ე ქუჩაზე გზის ბეტონის საფარით მოსაწობად- 330080.00 ლარი;
სოფელ ფარცხანაყანევში კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში სკოლასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 138872.00ლარი, ხოლო სოფელ ქვიტირში №17 ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის 60145.00 ლარი.