წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე „მოქალაქეთა უკუკავშირის/Citizens feedback“ ელექტრონული პლატფორმა დაინერგება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე „მოქალაქეთა უკუკავშირის/Citizens feedback“ ელექტრონული პლატფორმა დაინერგება.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ შესაბამის დოკუმენტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ხუხუასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.
მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, ფორმებს პრაქტიკასა და გამოწვევებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა.
,,თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ახალი პლატფორმის მეშვეობით მოსახლეობა შეაფასებს სოციალური პროგრამების ეფექტურობას, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ კონკრეტულ საჭიროებებზე გათვლილი პრიორიტეტები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს აქვს საუკეთესო პრაქტიკა სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების მიმართულებით, მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას დასახლების საერთო კრებებისა გამართვის, პეტიციების მომზადების კუთხით. ახალ დატვირთვას შეიძენს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მოქალაქეებთნ, უკეთეს მომავალზე გათვლილი ახალი პროექტების განხორციელება არის ჩემი როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მთავარი მიზანი’’ -გენადი ბალანჩივაძე
შეხვედრას ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, წყალტუბოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ , თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები/სერვისები, რომლითაც ისარგებლეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
აღნიშნული რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა გრანტის “მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა არგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.