- 2022-01-11
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი რესურსი მიმართულია სოციალურ პროგრამებზე, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სოციალური პასუხისმგებლობა და მოქალაქეთა საჭიროებები.
სოციალური დახმარების პროგრამა 2022 წლის ბიუჯეტიდან 1.998.800 ლარით ფინანსდება და წინა წელთან შედარებით გაზრდილია 429. 100 ლარით
2022 წლის ბიუჯეტით დახმარება გაეზარდათ შემდეგ კატეგორიებს:
1. დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 500 ლარიდან -1000 ლარამდე.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება – 500- ლარიდან -1200 – ლარმდე.
3. შშმ პირებს, რომელთაც სტატუსი მიენიჭათ თვალის დაავადებით – 250 ლარიდან 300- ლარამდე.
4. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე- ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირთა დახმარება – 1800 ლარიდან-2000 ლარამდე.
5. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „ჩვენი სახლის“ ბენეფიციართა დახმარება- 100 ლარიდან -150 ლარამდე.
6. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება -1000 ლარიდან-1500 ლარამდე.
7. ფენიკელტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება 1000 ლარიდან-1500 ლარამდე.
8. პარკისონით დაავადებულ პირთა დახმარება 200-დან -300 ლარამდე.
9. ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება – 250 ლარიდან-300 ლარამდე.
სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამებს დაემატა შემდეგი ახალი პროგრამა :
„სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდებიან 5000 ლარის ოდენობით“.
ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის სოციალური პროგრამებისა და შესაბამისი დაფინანასების მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ იხილეთ